აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პლატფორმა შეშფოთებულია 31 ივლისს, ბათუმში განვითარებული მოვლენებით.

ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების პატივისცემისაკენ მოუწოდებს.

„ბათუმში საზოგადოების პროტესტი მეორე რუსული კრუიზის შემოსვლას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნავსადგურის მიმდებარედ შეკრებილ მოქალაქეებს ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევდა პროტესტის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას და სხვა საშუალებებთან ერთად იყენებდა აქციის მონაწილეების დაკავების პრაქტიკას. დროის სხვადასხვა მონაკვეთში დაკავებულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა. ცალკეულ შემთხვევებში პოლიციის მიერ დაკავებულთა მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესაძლო ფაქტებს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულების ადვოკატებს არ აძლევდა მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევას წარმოადგენს. მსგავსი პრაქტიკა მიუღებელია და წარმოშობს არასათანადო მოპყრობის რისკებს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და არ შეუშალოს ხელი მოქალაქეებს, თავისუფლად გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციებია:

ლაშა ტუღუში – პირველი სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისი; საქართველოს ეროვნული პლატფორმის თანათავმჯდომარე.ნინო ხუხუა – მეოთხე სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო.

ნინო ჩხობაძე – საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები. ნონა ქურდოვანიძე – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. დავით ცისკარიძე – საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების ცენტრი. კონსტანტინე ჟღენტი – საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია. ქეთევან ცხაკაია – იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი”ნუგზარ კოხრეიძე – მესამე სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“. ცირა მესხიშვილი – მეოთხე სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“. ირინა ფუტკარაძე – მეხუთე სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, საზოგადოებრივი დამცველი ლაშა ბლიაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა