პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოცვა ვერ ხდება. 12 ათასი გაფუჭდება, თუ 20 ათასი, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ, ფაქტია, რომ არ ხდება ამ ძალიან საჭირო საქმის პოპულარიზაცია - არ გამოვრიცხავ, ვაქცინების რაღაც რაოდენობა, რომელიც არც ისე იაფია, გაფუჭდეს, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძემ „ინტერპრენიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არ მიმდინარებს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კამპანია, ამასთან, არ არსებობს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი.
"პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოცვა ვერ ხდება. 12 ათასი გაფუჭდება, თუ 20 ათასი, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ, ფაქტია, რომ არ ხდება ამ ძალიან საჭირო საქმის პოპულარიზაცია. რატომ არ ხდება? - იმიტომ, რომ ვიდეო კლიპებით და სატელევიზიო რგოლებით უზრუნველყოფა ვერ ხდება. საჭიროა მშობლებთან მუშაობა, ბავშვებთან კომუნიკაცია, ამ პრობლემაზე უნდა ისაუბრონ, ამისთვის კი საჭიროა იყოს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, რაც პრაქტიკულად არ არსებობს. არ გაგვაჩნია არც ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, არც ოჯახის ექიმი გაგვაჩნია სოფლად, რომ ამ ძალიან საჭირო საქმის პოპულარიზაცია მოხდეს. პირველად, როდესაც ეს ვაქცინები ჩამოვიტანეთ, დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ შემდეგ შეჩერდა და მდარედ მიმდინარეობს. არავინ მუშაობს მშობელთან და არ გამოვრიცხავ, ვაქცინების რაღაც რაოდენობა, რომელიც არც ისე იაფია, გაფუჭდეს",- აღნიშნავს ვატო სურგულაძე.