საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - JAPMED'12 მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა მონაწილეობა მიიღეს იაპონია-ხმელთაშუაზღვის რიგით მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-ვორკშოფში (JAPMED'12), თემაზე - „გამოყენებითი ელექტრონიკის ინჟინერია მაგნიტური სუპერგამტარი და მრავალფუნქციური ნანომასალებისთვის“. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქართველოს მხრიდან 4-დღიანი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. JAPMED'12-ის ორგანიზებაში, ასევე, მონაწილება მიიღეს: იაპონიის გამოყენებითი ელექტრომაგნიტიკისა და მექანიკის საზოგადოებამ (JSAEM), ნანოტექნოლოგიისა და მოწინავე ინჟინერიის საპროექტო ცენტრმა (PC-NAE, ათენი, საბერძნეთი), ათენის ეროვნულმა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა (NTUA, საბერძნეთი), ტეხასის A&M უნივერსიტეტმა (TAMU, აშშ), ნევადის უნივერსიტეტი, რენომ (UNR, აშშ), იზმირის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (IZTECH, თურქეთი) და პეკინის ტექნოლოგიის ინსტიტუტმა (BIT, ჩინეთი). JAPMED'12-ს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (ბსუ) უმასპინძლა.

მათივე ცნობით, იაპონია-ხმელთაშუაზღვის რიგით მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-ვორკშოფი გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ JAPMED'12-ის საპატიო თავმჯდომარე, პროფესორი ათანასიო გ. მამალისი, JSAEM-ის პრეზიდენტი პროფესორი ი. იდო, ბსუ-ის რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი, ევრო-ხმელთაშუაზღვის ხელოვნებისა და მეცნიერების და საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტი პაატა კერვალიშვილი.

სამეცნიერო ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, სტუ-ის პროფესორის, პაატა კერვალიშვილის განცხადებით, JAPMED'12-ზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკისა და სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტების მეცნიერ-მკვლევრები 11 ზეპირი, მათ შორის 3 პლენარული მოხსენებით წარსდგნენ.

როგორც პროფესორმა კერვალიშვილმა აღნიშნა, ღონისძიების მიზანია მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო-ტექნოლოგიური ჯგუფების ერთმანეთთან დაკავშირება ისეთ თანამედროვე მიმართულებებში, როგორიცაა: საინჟინრო ფიზიკა, ელექტრონიკა და სუპერგამტარული მაგნეტიზმი, ბიოსამედიცინო ინჟინერია, საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგიები. მეცნიერის თქმით, JAPMED'12-ი ხელს შეუწყობს, როგორც ახალი სამეცნიერო იდეების გენერირებასა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე, ახალი ნანოსტრუქტურული მასალებისა და ხელსაწყოების შექმნა-მოდელირებას.

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, JAPMED'12-ში აქტიური მონაწილეობით, უზრუნველყო მაღალი დონის სამეცნიერო ჯგუფების მონაწილეობა მსოფლიო მასშტაბით. კონფერენცია-ვორქშოფის ძირითადი მიმართულება ნანო, სპინ და სპინქუბითური ელექტრონიკის საფუძველზე ხელსაწყოების შექმნა-მოდელირებას და საინჟინრო ფიზიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის თანამედროვე მიმართულებებში მათ პრაქტიკულ გამოყენებას მიეძღვნა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს იაპონიის წამყვანი სამეცნიერო ჯგუფების JAPMED'12-ში მონაწილეობა და მაღალი დონის მოხსენებები. მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთისა და საბერძნეთის მკვლევართა მოხსენებები, რომლებიც პრაქტიკულად, თანამედროვე ხელსაწყოთმშენებლობის საფუძვლებს ქმნიან. ასევე, ძალიან საინტერესო იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მის ბაზაზე მოქმედი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მკვლევართა მოხსენებები. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-ვორკშოფში აქტიურად იყო ჩართული ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი, პროფესორი რამზდენი, რომელიც ჩვენთან ერთად, შვეიცარიასა და ჰოლანდიაში გამოსცემს ერთ-ერთ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალს - „ნანოტექნოლოგიის საკითხები“ (Nanotechnology Perceptions). ჟურნალი რამდენიმე წელია რეგულარულად გამოსცემს ქართველ მეცნიერთა ნაშრომებსაც და რასაკვირველია, JAPMED'12-ის საკონფერენციო მასალებსაც გამოაქვეყნებს. საკონფერენციო მასალები ინდექსირდება Scopus-ის, Google Scholar-ის, Web of Science-ის და სხვა საერთაშორისო პლატფორმების მონაცემთა ბაზებში. ჩვენი უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოოპერაცია, მაღალი დონის სამეცნიერო კვლევების განხორციელებისა და ასევე, მაღალი დონის სპეციალისტების მომზადების მიმართულებით, მეტად მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცის განვითარებისა და ახალი სიმაღლეების დაპყრობისთვის, ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში სრულფასოვნად ინტეგრირებისთვის. ვიმედოვნებთ, ეს კოლაბორაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და კიდევ უფრო ქმედით სამეცნიერო მხარდაჭერას მოიპოვებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. ასევე, ჩვენი დიდი სურვილია თანამშრომლობა განვავითაროთ აზიის მაღალტექნოლოგიური ქვეყნების - ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და სინგაპურის მეცნიერთა ჯგუფებთან და კვლევით ცენტრებთან“, - განაცხადა პაატა კერვლიშვილმა.

მათივე ცნობით, იაპონია-ხმელთაშუაზღვის რიგით მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-ვორკშოფში (JAPMED'12) - „გამოყენებითი ელექტრონიკის ინჟინერია მაგნიტური სუპერგამტარი და მრავალფუნქციური ნანომასალებისთვის“ - მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებულმა უნივერსიტეტებმა და მათ ბაზაზე მოქმედმა სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტებმა, ასევე, იაპონიის, უკრაინის, საბერძნეთის, ინგლისის, გერმანიის, აშშ-ის, საფრანგეთის, ბელგიის, იტალიის, ესპანეთის, უნგრეთის, ჩინეთის, პოლონეთის, ირანის, თურქეთის, სლოვაკეთის, ყაზახეთისა და სომხეთის წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერ-მკვლევრებმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის