რომეო მიქაუტაძე SOCAR-ის პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის (SOCAR) პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ და მუდმივად განვითარებად თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, ენერგეტიკაში.

აღინიშნა, რომ 2022-23 წლებში განხორციელებულმა უმაღლესი დონის ვიზიტებმა ორი ერის სტრატეგიულ პარტნიორობას ახალი ბიძგი მისცა.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთობლივი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები არა მხოლოდ ხელს უწყობს ორივე ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აძლიერებს რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამასთან, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ 2022 წელს ბუქარესტში აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა გზას უხსნის თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას.

მხარეები ასევე მიესალმნენ SOCAR-ის წარმატებულ ფუნქციონირებას საქართველოში, განიხილეს ნავთობის, გაზისა და განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის არსებული და სამომავლო შესაძლებლობები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას