ეროვნული ბანკი ბიომრავალფეროვნების კარგვასთან დაკავშირებულ ფინანსურ რისკებზე მორიგ კვლევით ნაშრომს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, ანალიტიკური და კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში.

მათივე ცნობით, ნაშრომების სერია ემსახურება დისკუსიის ხელშეწყობას და უკუკავშირის მიღებას. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებულია ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ რელევანტურ/მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.

„მორიგი კვლევითი ნაშრომი "ბიომრავალფეროვნების კარგვასთან დაკავშირებული ფინანსური რისკების შეფასება საქართველოს ფინანსური სექტორის მაგალითზე" ეროვნული ბანკის თანამშრომლების - ელენე ნიკურაძის და სალომე თვალოძის მიერ მომზადდა. კვლევითი ნაშრომი მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების კარგვასა და ფინანსურ სტაბილურობას შორის კავშირების ანალიზს. სტატიაში განხილულია ბიომრავალფეროვნების კარგვასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები და წარმოდგენილია ეკოსისტემურ სერვისებზე ფინანსური სისტემის დამოკიდებულებისა და ზემოქმედების რაოდენობრივი შეფასება საქართველოს მაგალითზე. ძირითადი მიგნებების მიხედვით, საქართველოში კომერციული ბანკების იურიდიულ პირებზე გაცემული საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 46 პროცენტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ერთ ან მეტ ეკოსისტემურ სერვისზე, რაც შესაძლოა ფიზიკური რისკის ფორმით გამოვლინდეს. გარდა ამისა, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 44 პროცენტი დამოკიდებულია ისეთ ეკონომიკურ სექტორებზე, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ერთ ან მეტ ეკოსისტემურ სერვისზე, რაც შესაძლოა გარდამავალი რისკის ფორმით გამოვლინდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კვლევითი ნაშრომების ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს