სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაარსებიდან 104 წლის  იუბილესთან დაკავშირებით თანამშრომლებს საპატიო სიგელები გადაეცათ

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაარსებიდან 104 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქსტატის თანამშრომლებს საპატიო სიგელები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 40 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლებს „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე შეხვდა, მათი მუშაობა შეაფასა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე უწყების თანამშრომლებმა ის ეტაპები და ნაბიჯები გაიხსენეს, რომლებიც მათ საქსტატთან ერთად გაიარეს.

ინფორმაციისთვის, ქვეყნის პირველი სტატისტიკის სამსახური 1919 წლის 25 ივლისს შეიქმნა. შესაბამისად აღნიშნული თარიღი საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების დაწყებას უკავშირდება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება