მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „თავისუფლება მიშას“ გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, აქცია „თავისუფლება მიშას“ გაიმართა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველო ერთიანი, ძლიერი, რომ ევროპული, რომ რუსეთის გუბერნია არ გავხდეთ, მნიშვნელოვანია სააკაშვილის თავისუფლება.

ხაბეიშვილის თქმით, დღეს მთავარი გზავნილი „რუსული ხელისუფლების მიმართ“ არის ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს სრულიად ცივილიზებული სამყარო.

„მსოფლიოში არ მოიძებნება პოლიტიკური ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც პოლიტიკურად არ მიიჩნევს პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეს”, - დასძინა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საქართველოს მოქალაქეების წინაშე პირობას დებს, რომ „პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ავაშენებთ უდიდეს აეროპორტს სოხუმში“.

პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების განცხადებით, აქციები, პარტნიორებთან მუშაობა არის ერთადერთი გამოსავალი.

„დღეს მთავრობის კანცელარიასთან შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მოწოდება და გაფრთხილება და მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ, რომ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი. ჩვენი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამ მომენტისთვის არის ისეთი, რომ ის საჭიროებს თავისუფლებას და ამავდროულად ნათელია, რომ ქვეყანა რომელიც არის მსგავსი გამოწვევების წინაშე, სახელმწიფო, რომელსაც აქვს უზარმაზარი გეოპოლიტიკური გამოწვევები, საჭიროებს ისეთი კლასის პოლიტიკოსის ყოლას მის პოლიტიკურ სივრცეში, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი.

მოქმედება, ამის პარალელურად რეგიონებში სიარული. ამის პარალელურად აქციების ჩატარება. ამის პარალელურად დასავლელ პარტნიორებთან მუშაობა არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც აქვს საზოგადოებას, რომელიც აქვს ყველა იმ ადამიანს, ვისაც მიაჩნია,რომ ამ ქვეყნის გამარჯვება შეიძლება, მხოლოდ დასავლეთში და თუ კი ჩვენ გვინდა ,რომ ვიყოთ დასავლური ოჯახის წევრი ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების ცვლილება და ამ ხელისუფლების ცვლილებას სჭირდება ძლიერი პოლიტიკური ლიდერი ქვეყანაში”, - განაცხადა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, გიორგი კუპატაძემ.

პარტიის კიდევ ერთი წევრის, დაჩი ნატროშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება არის საჭირო, რათა ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.

"მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში, ჩვენ ვხედავთ თუ რა ხდება საქართველოში, რა ხდება თბილისსა და ბათუმის ქუჩებში, როგორ დადიან რუსი ოკუპანტები ჩვენს საქართველოში, როგორ თვითნებობენ და ამ ყველაფერს როგორ უწყობს ხელს ჩვენი ხელისუფლება, რუსული ოცნება. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლა დღეს არ დაწყებულა, დიდი ხანია მიმდინარეობს და ეს ყველაფერი არის საჭირო საქართველოსთვის. მთელი ცივილიზებული სამყარო, მთელი ევროპა, ევროკავშირი გვეუბნება იმას, რომ თქვენ თუ გინდათ შესვლა ევროკავშირში, უნდა შეასრულოთ ჩვენს მიერ დადგენილი თორმეტი პუნქტი, რომელშიც ერთ-ერთი არის თვითონ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, რომელიც ითვლება პოლიტპატიმრად. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის იმიტომ, რომ ვხედავთ რა მდგომარეობამდე ვართ მისული და ვხედავთ იმას, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გავიღვიძოთ და ჩვენ აღარ გვერქვას საქართველო. ასე რომ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა გამოვიდეთ გარეთ და გავაპროტესტოთ ეს ყველაფერი. ეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ პარტიას არ ეხება, მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეხება, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება არის საჭირო და აუცილებელი, რადგან ერთხელ და სამუდამოდ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი“, - განაცხად მან.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა