სალომე სამადაშვილი - დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩინეთში ვიზიტის ხელშეწყობა იქნებოდა რუსეთის მხრიდანაც - ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა არის დასავლეთთან მესიჯი  – „მე ჩემი გზა მაქვს“

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩინეთში ვიზიტის ხელშეწყობა, რა თქმა უნდა, იქნებოდა რუსეთის მხრიდანაც. ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა რუსეთის აზრი , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას გამოეხმაურა.

როგორც სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირისთვის და დასავლეთისთვის არის „მესიჯი“ იმისა, რომ „მე ჩემი გზა მაქვს“.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის არცერთი მოთხოვნა არ არის შესრულებული, ევროკავშირი მაინც ფიქრობს, თუ როგორ მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და სურს, რომ ამ არჩევანს პატივი სცეს. მაგრამ, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამას ხელს უშლის, მათ შორის, იმით რომ არ ასრულებს მოთხოვნებს, ასევე, გზავნილი, რომ მე ახლა სტრატეგიულ ურთიერთობებს ვავითარებ ქვეყანასთან, რომელიც პოზიციონირებს დამოუკიდებელ მოთამაშედ, რომელიც ანტაგონისტურ ურთიერთობებშია დასავლეთთან. ეს არის იმის „მესიჯი“, რომ მე, ჩემი გზა მაქვს.

ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მიმართ, დასავლეთში ფრთხილი დამოკიდებულებაა. იმიტომ, რომ ჩინეთის საგარეო პოლიტიკური ამოცანა უკავშირდება მისი რეჟიმის ინტერესებს. ჩინეთი არის ერთპარტიული, ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელიც ამბობს, რომ მე ჩემი განვითარების გზა მაქვს, რომელიც არ აღირებს იმ ღირებულებებს, რომელზეც დასავლეთია დაყრდნობილი“,- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე შეფასებით, მას არ უკვირს „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი, რადგან, მისი თქმით, მმართველი პარტიის ბუნებრივი პარტნიორია ყველა ავტოკრატიული რეჟიმი.

„საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ არჩეული აქვს ევროკავშირი და ნატო, ჩინეთს ეუბნება, რომ შენი პარტნიორი ვარ იმაში, რომ მსოფლიოში ჩინური განვითარების მოდელს ხელი შევუწყო. საერთოდ არ მიკვირს ამას „ქართული ოცნება“ რომ აკეთებს, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ ბუნებრივი პარტნიორია ყველა ავტოკრატიული რეჟიმი.

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩინეთში ვიზიტის ხელშეწყობა, რა თქმა უნდა, იქნებოდა რუსეთის მხრიდანაც. ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა რუსეთის აზრი. ჩინეთი და რუსეთი ხშირად არიან კონკურენტები, მაგრამ საკითხი, როდესაც ეხება დასავლეთის ინტერესების შევიწროებას, ხშირად პარტნიორები არიან“,- განაცხადა სამადაშვილმა.

გადაცემაში სამადაშვილმა ასევე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება -„როცა შემოდის რუსეთიდან ადამიანი, დასდევს ჟურნალისტი და კითხვას უსვამს ამ თემაზე, უკვე პროვოკაციაა. სერბეთში რომ ჩავიდნენ, მაგალითად ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები, მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხოს კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი გეტყვით, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ არის სერბეთის ნაწილი“.

სამადაშვილის თქმით, კოსოვოსთან პარალელის გავლება ქვეყნის ღალატად უნდა შეფასდეს.

„კოსოვოსთან პარალელის გავლების შესახებ შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს, როგორც ქვეყნის ღალატის, სახელმწიფოს ღალატის. კობახიძემ, ფაქტობრივად რუსეთს მისცა არგუმენტები, რომ წავიდეს იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე მუშაობს და უთხრას, რომ საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე აღიარებს, რომ კოსოვო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ანალოგიებია. კოსოვო თუ აქვს აღიარებული ევროკავშირს, რატომ არ უნდა აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი?!

არაღიარების პოლიტიკას დარტყმა მიაყენა, არა კარასინმა, არამედ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. კარასინს და კობახიძეს განსხვავებული აქვთ სახელი და გვარი, მაგრამ დავალება არის ერთი და იგივე“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი