„ჯივიპი“ უნივერსიტეტის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

2 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

„ჯივიპის“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ჯამში 5.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვალა, 38 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა, 62 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დაასრულებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

უნივერსიტეტის ქუჩაზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 2 აგვისტოს 23:30 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 2 აგვისტოს 23:30 საათიდან 4 აგვისტოს 17:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში - ჟღენტის ქუჩა N2, ნუცუბიძის ქუჩა N80-86, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N8ა, N9-19, ვაჟა-ფშაველას გამზირს N75, 77, 79; N 72-80, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N5, 25 კორპუსებს, ქავთარაძის ქუჩა N38-44, უნივერსიტეტის ქუჩას (გარდა N2-18; N1-11), მარგიანის, თავხელიძის, მარიჯანის, ალექსანდრე იოსელიანის, ფხაკაძის, დანელიას, წმინდა ვასილესკოს, გიორგი წერეთლის, ჩოლოყაშვილის ქუჩებს, თამარაშვილის ქუჩა N1, 2ა, 3, 4, 9, ბაგების დასახლების ნაწილს, ჭავჭავაძის გამზირს N39-55; N73-78, 80, 82, 83, 84, 85; წყნეთის გზატკეცილს, დოლიძის, საკანდელიძის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, ციციშვილის, ტაბლიაშვილის, ამაღლობლის და უჩანეიშვილის ქუჩებს, კაკლების დასახლებას, დაბა წყნეთს, სოფელ ახალდაბას.

მთაწმინიდის რაიონში - დაბა წავკისს, შინდისს, კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას, სოფლებს: ტაბახმელას, კვესეთს, დიდებას, სამადლოს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge „ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ