საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ელია თეზბიტელის, წმ. ილია მართლის ხსენებისა და საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ანგელოზის დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ელია თეზბიტელის, წმ. ილია მართლის ხსენებისა და საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ანგელოზის დღეს აღნიშნავს,- ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტო მის უწმინდესობას ანგელოზის დღეს ულოცავს.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ელია თეზბიტელს იხსენიებს. წმინდანის სახელს არა ერთი სასწაული უკავშირდება. წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ელიას ხალენი (მოსასხამი) საქართველოში, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერშია დაფლული.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმ. ილია მართალს იხსენიებს - დიდ ქართველ მოღვაწეს, მწერალს, პუბლიცისტს, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ილია ჭავჭავაძე წმინდანად 1987 წელსაა კანონიზებული და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მას ყოველ 2 აგვისტოს იხსენიებს.

დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მის უწმინდესობას ანგელოზის დღეს, ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს