ნათია თურნავა - ჩვენი საფინანსო სექტორი მდგრადია და მზად არის გაუძლოს ყველა სერიოზულ გამოწვევას

ორი მუდმივი ამოცანა, გამოწვევა გვაქვს: ფასების სტაბილურობის დონის მიღწევა და ფინანსური სექტორის სტაბილურობა - ჩვენი საფინანსო სექტორი, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მდგრადია, რისკების თვალსაზრისით საკმაოდ დაცულია და მზად არის, გაუძლოს ყველა პოტენციურ, სერიოზულ გამოწვევას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ეროვნული ბანკი.

გარდა ამისა, თურნავას თქმით, ეროვნული ბანკის ამოცანა, ფინანსებზე მოსახლეობისა და ბიზნესის უფრო მეტი და მარტივი წვდომა, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვაა.

„ზოგადად, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე ორი მუდმივი ამოცანა, გამოწვევა გვაქვს. ეს არის ფასების სტაბილურობის დონის მიღწევა და ფინანსური სექტორის სტაბილურობა, სადაც საკმაოდ კარგი ვითარებაა. ჩვენი საფინანსო სექტორი, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მდგრადია, რისკების თვალსაზრისით საკმაოდ დაცული და მზად არის გაუძლოს ყველა პოტენციურ, სერიოზულ გამოწვევას, თუმცა თუ უფრო ტაქტიკურ ამოცანებზე ვისაუბრებთ - მოგეხსენებათ, საქართველო ვითარდება როგორც ეკონომიკური ჰაბი და ასევე, უნდა განვითარდეს როგორც ფინანსური ჰაბი, რადგან მზარდ ეკონომიკას მზარდი ფინანსები სჭირდება. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა იქნება საფინანსო სექტორის უფრო მეტი განვითარება, ახალი ტექნოლოგიების, ახალი მოთამაშეების გაჩენა, იქნება ეს ციფრული ბანკები, მიკრო ბანკები; ძალიან საინტერესო ახლი ჩარჩო, რასაც საფინანსო ბაზრის პოტენციურ მონაწილეებს ვთავაზობთ; ასევე კაპიტალის განვითარება თუ სხვა. ანუ - უფრო მეტი, უფრო მარტივი წვდომა ფინანსებზე მოსახლეობასა და ბიზნესს - ეს არის პირველი. ამ კონტექსტში განვიხილავთ კონკურენციის ხელშეწყობასაც საფინანსო ბაზარზე. მეორე კი, ასევე მნიშვნელოვანი და მუდმივი საზრუნავი, ეს არის მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ამ კუთხითაც გვაქვს და გვექნება ბევრი სიახლე, რათა მომხმარებლის პირადი ინფორმაცია და ინტერესები უფრო მეტად იყოს დაცული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის