ნათია თურნავა - ეროვნული ბანკის  მმართველობას და მის ქმედუნარიანობას საფრთხე არ დაუდგება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკის მმართველობას საფრთხე დეკემბერში საბჭოს ორ წევრის საქმიანობის ვადის გასვლის მიუხედავად, არ დაუდგება.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, რომელიც 2023 წლის დეკემბერში, ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის არჩილ მესტვირიშვილისა და რობერტ სინგლეტარის საქმიანობის ვადის გასვლის შემდეგ ეროვნულ ბანკში წარმოქმნილ შესაძლო ჩიხს შეეხებოდა.

„ეროვნული ბანკის მმართველობას და მის ქმედუნარიანობას საფრთხე არ დაუდგება არც დეკემბერში, არც იანვარში, არც 2025 წლის დეკემბერში“, - აღნიშნა თურნავამ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის სამი მოქმედი ვიცეპრეზიდენტიდან (არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა, ნიკოლოზ გაგუა) ყველაზე ადრე, მიმდინარე წლის დეკემბერში, ვადა გასდის არჩილ მესტვირიშვილს. ხოლო არააღმასრულებელი წევრებიდან ასევე დეკემბერში ვადა გასდის რობერტ სინგლეტარს. ამჟამად ეროვნული ბანკის 9-წევრიან საბჭოში შვიდი წევრია.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის