მცირე და საშუალო ბიზნესისების მხარდასაჭერად „თიბისი ლიზინგმა“ Developing World Markets-სგან  7.5 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა

„თიბისი ლიზინგმა“, აშშ-ში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდ Developing World Markets („DWM“) - გან, 7,5 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რაც საქართველოში სალიზინგო კომპმანიასთან DWM-ის პირველ ტრანზაქციაა და ქვეყანაში DWM-ის ინვესტიციას 32 მილიონ აშშ დოლარამდე ზრდის.

„თიბისის“ ინფორმაციით, მოზიდული ფინანსური სახსრები განკუთვნილია ადგილობრივი მეწარმეებისა და მცირე და საშუალო ბიზნესების საქმიანობის დასაფინანსებლად და მათი მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის.

კომპანიის ცნობით, მცირე და საშუალო ბიზნესები საქართველოს სამეწარმეო ლანდშაფტზე დომინირებენ და მათზე მთლიანი წარმოების ღირებულების 55% და კერძო სექტორის ბრუნვის 35% მოდის, რის გამოც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდი როლი უჭირავთ. თიბისი ლიზინგი აგრძელებს თავისი მისიის მხარდაჭერას - ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, მათთვის აქტივის დაფინანსების ინოვაციური, მოქნილი და მორგებული სალიზინგო შეთავაზებების გზით.

„მოხარული ვართ, რომ დავასრულეთ ტრანზაქცია და გავხდით DWM-ის ფინანსური პარტნიორი ინსტიტუტი. პროექტი დაეხმარება ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესებს ალტერნატიული დაფინანსების გზების ხელმისაწვდომობაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. ეს ტრანზაქცია ასახავს ჩვენს მიზანს, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მეწარმეებს ინოვაციური, მოქნილი და მორგებული აქტივების დაფინანსების შეთავაზებით. ეს პარტნიორობა გამოხატავს ორივე ორგანიზაციის თანამშრომლობის სურვილს და ჩვენ მოუთმენლად ველით კიდევ უფრო მეტად ნაყოფიერ პარტნიორობას“, - „თიბისი ლიზინგის“ ფინანსურმა დირექტორმა ნუგზარ ლოლაძემ.

„DWM-ის მიზანია წვლილი შეიტანოს სამუშაო ადგილების შექმნასა და ინკლუზიურ, მდგრად ეკონომიკურ ზრდაში მცირე და საშუალო ბიზნესის მეშვეობით. თიბისი ლიზინგთან პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას ვემსახუროთ ამ მიზანს. თიბისი ლიზინგი არის უმსხვილესი ლიზინგის პროვაიდერი საქართველოში და ლიდერი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაში და მოხარული ვართ, რომ მათთან პირველად ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელმა ნაიმჯონ მასაიდოვმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის