გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი USAID-ის კონკურსის გამარჯვებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტი - ხატია ტიტველაშვილი, USAID-ის მიერ გამოცხადებული სტაჟირების ანაზღაურებადი კონკურსის გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტაჟირების მიზანი იყო საქართველოში სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და პერსონალისა და სტუდენტების გადამზადება შესაბამისი პროფესიული მოთხოვნების გათვალისწინებით.

„ტრენინგის პირველი თვე დაეთმო თეორიულ მომზადებას და სასტუმროს ოპერირების შესწავლას. ტრენინგის მომდევნო ოთხ თვეს სტუდენტები ჩაერთნენ პრაქტიკულ სწავლებაში, სასტუმროს ყველა დეპარტამენტის მუშაობაში.

USAID-ის სტაჟირების პროგრამაში გრუნის სტუდენტი ბიზნესისა და მართვის სკოლის უშუალო დახმარებით ჩაერთო და საუკეთესო შედეგისათვის სერტიფიკატიც გადაეცა.

ამგვარი სტაჟირება ხელს უწყობს სტუდენტის დასაქმებას მსოფლიოს წამყვან ბრენდულ სასტუმროებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას