საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ანგარიშები გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ანგარიშები გამოაქვეყნა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ანგარიშებში აღნიშნულია, ინფლაციის მაჩვენებლის და ეკონომიკური ზრდის პროგნოზები და ასევე, ქვეყნის მაკროეკონომიკური ანალიზი.

„საქართველოს ეროვნული ბანკი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ფუნქციის – ინფლაციის რეგულირების ფარგლებში, საზოგადოებისათვის წარსადგენად ამზადებს და ყოველკვარტალურად გამოსცემს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს, სადაც დეტალურად არის მოცემული ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზები, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობს მონეტარული პოლიტიკის ფორმირების პროცესში. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ასევე ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს. მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში ასევე მოცემულია ქვეყნის მაკროეკონომიკური ანალიზი. კერძოდ: სამომხმარებლო ფასების ცვლილების დინამიკა შესაბამისი საანალიზო პერიოდისათვის, მასზე მოქმედი ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორები, საფინანსო და სავალუტო სექტორის მიმოხილვა. მიმოხილვის გამოცემის გრაფიკი მკაცრად არის გაწერილი და შესაბამისად დაცული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მონეტარული პოლიტიკის ანგარიში გამოიცემა შემდეგი პერიოდულობით: 2023 წლის - 1 თებერვალი, 10 მაისი, 2 აგვისტო, 25 ოქტომბერი. ანგარიშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება