საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ოთხი საუკეთესო ნაშრომი გამოვლინდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა ყოველსემესტრული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“, რომელზეც ოთხი საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი გამოვლინდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ სტუ-ის სამშენებლო, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტების სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები, ასევე, ბელოსტოკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) დოქტორანტები. გარდა ამისა, კონფერენციის მუშაობაში, ონლაინ რეჟიმში, ევროპის სამი უნივერსიტეტის ბაკალავრები და მაგისტრანტები იყვნენ ჩართული.

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ზურაბ გვიშიანის განცხადებით, უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს დავით გურგენიძესთან და აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, მიმდინარე სასწავლო წლიდან, ყოველი სემესტრის ბოლოს იმართება, რაც ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო მუშაობის რეგულარულად და სრულყოფილად შეფასების საშუალებას იძლევა. როგორც ზურაბ გვიშიანმა აღნიშნა, სამეცნიერო ღონისძიება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუდენტური კვლევების განვითარების მიმართულებით, არამედ იმითაც, რომ ახალგაზრდებს მკვლევრის უნარ-ჩვევების გამოვლენის ფართო შესაძლებლობა ექმნებათ. დეკანის თქმით, მომავალი მშენებლები, არქიტექტორები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები, კონფერენციაზე სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს წარუდგენენ ნაშრომებს, რომლებიც შესაძლებელია, სამომავლოდ, პრაქტიკაშიც დაინერგოს.

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორ გინა გურეშიძის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილე ბაკალავრებმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა, საერთო ჯამში, 33 ნაშრომი წარმოადგინეს, მათ შორის სამეცნიერო თვალსაზრისით სრულყოფილი 14 ნაშრომის პრეზენტაცია უშუალოდ კონფერენციაზე შედგა. როგორც გინა გურეშიძემ აღნიშნა, სამშენებლო ფაკულტეტის 16 პროფესორისგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ ოთხი საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი გამოავლინა, ასევე, მაღალი შეფასება მისცა ბელოსტოკის უნივერსიტეტის დოქტორანტის, კამილ სვეტოხოვსკის ნაშრომს.

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილის განცხადებით, სპეციალურმა ჟიურიმ I ადგილი მიაკუთვნა მაგისტრანტ მარი თებიძის ნაშრომს: „ჰიდრომშენებლობა მდინარე ჭოროხზე და აჭარის სანაპირო ზოლის დაცვის ინოვაციური მეთოდი“; II ადგილი - მაგისტრანტ ვახტანგ ჯოჯუას ნაშრომს: „ბეტონის სამუშაოები და მათი მიღება-მონიტორინგი“; III ადგილი კი ბაკალავრმა ნოე-ნიკა დეკანოსიძემ და დოქტორანტმა ვახტანგ აბაშიძემ გაინაწილეს, ნაშრომებით: „ვირაჟები და გაგანიერებები საავტომობილო გზებზე“ და „მზიდი კონსტრუქციების დაზიანებათა კლასიფიკაცია და მათი წარმოშობის მიზეზების ანალიზი“.

სტუ-ის ინფორმაციით, სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულ ოთხივე ავტორს სერთიფიკატები გადაეცათ. რაც შეეხება საკონფერენციო ნაშრომებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი მათ კრებულის სახით გამოსცემს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს