შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ყაზახ-საგურამოს მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ყაზახ-საგურამოს მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

კერძოდ, “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ცნობით, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 3-6 აგვისტოს ყაზახ-საგურამოს 1000მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 3 აგვისტოს 08:00-დან 6 აგვისტოს 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ლემშვენიერას, ვახტანგისისა და ქესალოს გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ლემშვენიერა, ქესალო, ნაზარლო, ვახტანგისი.

„ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა