ე.წ. რიყის დოქების სივრცის მოსაწყობად პროექტირება მიმდინარეობს

ე.წ. რიყის დოქების სივრცის მოსაწყობად პროექტირება მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ე.წ. რიყის დოქების მფლობელი კომპანიის, Global Victory Trust-ის აქციონერი კომპანიის, “გლობალ ვიქტორი ინვესტმენტის“ დირექტორის, დავით ხიდაშელის ბიზნესპარტნიორმა, რევაზ მაისურაძემ განუცხადა, პროექტირების დასრულების ვადა, ამ ეტაპზე, უცნობია.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, რიყის დოქების მესაკუთრეა უცხოური კომპანია შპს GLOBAL VICTORY TRUST. პროექტირებას ახორციელებენ უცხოელი სპეციალისტები. პროექტირების დასრულების ვადა ამ ეტაპზე უცნობია. დასრულებისთანავე ვეცდებით მოგაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია“, - განაცხადა რევაზ მაისურაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. რიყის დოქების შენობაში ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმების ამოქმედებაა დაგეგმილი. ე.წ.რიყის დოქები სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მეშვიდე მცდელობაზე, ელექტრონულ აუქციონზე 10 020 000 ლარად გაყიდა. ქონება Global Victory Trust-მა შეიძინა, რომლის ერთი-ერთი აუქციონერი დავით ხიდაშელის კომპანიაა. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიას სახელმწიფოს წინაშე აქვს ვალდებულება, 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია