ამაღლების ჩიხის მიმდებარედ არსებული ფერდობი და ბილიკები დასუფთავდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მთაწმინდის რაიონში დასუფთავების აქცია ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა ამაღლების ჩიხის მიმდებარედ არსებული ფერდობი და ბილიკები.

ინფორმაციის თანახმად, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია მთაწმინდის რაიონის გამგებელთან, დავით კირკიტაძესთან ერთად გაეცნო.

„დასუფთავების ღონისძიებებს თბილისის ათივე რაიონში ვაგრძელებთ. ამჯერად ჩვენმა თანამშრომლებმა მთაწმინდაზე გამწვანებული სივრცე დაასუფთავეს. მოქალაქეებს ვთხოვთ, გავუფრთხილდეთ ბუნებას და საყოფაცხოვრებო ნარჩენი მხოლოდ კონტეინერებში მოვათავსოთ“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ 20-მდე თანამშრომელი იყო ჩართული. დასუფთავების ღონისძიებები დედაქალაქის მასშტაბით სისტემატურად ტარდება.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს