ილიაუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ფოკუს-ჯგუფებს ატარებს პროგრამის კურსდამთავრებულთა პოტენციური დამსაქმებლებისათვის

სოციოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისათვის, 11-21 სექტემბერს ილიაუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ფოკუს-ჯგუფებს ატარებს პროგრამის კურსდამთავრებულთა პოტენციური დამსაქმებლებისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფოკუს-ჯგუფების ხელმძღვანელი ემზარ ჯგერენაიაა.

„აღნიშნულის ფარგლებში, გვაქვს სურვილი მოგიწვიოთ აღნიშნულ შეხვედრაზე, როგორც პოტენციური დამსაქმებლები. ფოკუს-ჯგუფი ჩატარდება ონლაინ. მიგვაჩნია, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობისათვის, რომელიც გვეხმარება ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამების დამსაქმებელთა მოთხოვნებთან მაქსიმალური თავსებადობის უზრუნველყოფაში.

მოხარული ვიქნებით თუ გექნებათ ფოკუს-ჯგუფში მონაწილეობის შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში კი, გთხოვთ, 8 აგვისტოს ჩათვლით დამიდასტუროთ მონაწილეობა. დასტურის შემდგომ უკვე შევთანხმდებით კონკრეტულ თარიღსა და დროზე (ოფციებს შემოგთავაზებთ), აგრეთვე ფოკუს-ჯგუფში მონაწილე წარმომადგენელს გავაცნობ აკადემიურ პროგრამ(ებ)ს. ფოკუს-ჯგუფის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 საათი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის