განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სამხრეთ კორეის რესპუბლიკასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ზოგადი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს, კერძოდ, იმსჯელეს საქართველოში „ინოვაციური ICT ინტეგრირებული საკლასო პროექტის“ განხორციელების მნიშვნელობაზე, რომელიც თელავის ერეკლე მეორის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში ტექნოლოგიური კლასის შექმნას ითვალისწინებს.

„პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ნოდარ პაპუკაშვილმა და კორეის რესპუბლიკის განათლების ვიცე-მინისტრმა, ჯანგ სანგ-იუნმა მოაწერეს.

შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კორეულ მხარეს პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების განვითარების კუთხით კორეის რესპუბლიკასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის „ინოვაციური ICT ინტეგრირებული საკლასო პროექტის (Innovative ICT-Integrated Classroom Project)“ ფარგლებში საქართველო ოფიციალურად შეირჩა კანდიდატ ქვეყნად. მხარეების შეთანხმების საფუძველზე უკვე შერჩეულია თელავის ერეკლე მეორის სახელობის პირველი საჯარო სკოლა, რომელიც პროექტში აქტიურად ჩაერთვება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება