საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა დასრულდა

დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა - „კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი“ - დასრულდა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, სტუდენტებს საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძემ, ასევე, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის გუნდის უფროსმა ოფიცრებმა: გიორგი გიორგაძემ და ლევან მესხორაძემ.

„სკოლის სასწავლო პროგრამა აერთიანებდა შემდეგ თემებს: კონსტიტუციური კონტროლის მოდელები აშშ-სა და ევროპაში; თანასწორობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა: სტანდარტები აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში; ინფორმაციის თავისუფლება კონსტიტუციური დემოკრატიის სიტემაში: სტანდარტები აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში.

საზაფხულო სკოლის ლექციებს უძღვებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუში, ლონდონის უნივერსიტეტის ბირბეკის კოლეჯის (გაერთიანებული სამეფო) პროფესორი; ადამიანის უფლებათა სწავლების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ბილ ბოურინგი; ნორსვესტერნის უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის სკოლის პროფესორი; მაკკარტურის სამართლის ცენტრის ადვოკატი ჯონათან მეინზი; სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი მაარტე დე ვისერი; ნორსვესტერნის უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის სკოლის პროფესორი ქრისტინ ევანსი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქსოვრელი; კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი, საქართველოს კომუნიკაციების კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი ლევან მაისურაძე.

საზაფხულო სკოლის მონაწილეთაგან გამოვლინდა 5 საუკეთესო სტუდენტი: თეკლა ბენაშვილი, თამაზ კირტავა, ანანო ნაჭყებია, მარიამ ონიანი და ნინო ჭედია. აღსანიშნავია, რომ სკოლის საუკეთესო მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიული საქმიანობა დაიწყონ საკონსტიტუციო სასამართლოში სტაჟირებისა და შემდგომი დასაქმების გზით.

წელს, საკონსტიტუციო სასამართლომ საზაფხულო სკოლის მე-15 ნაკადს უმასპინძლა. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის, ღია კონკურსის შედეგად, შეირჩა იურიდიული ფაკულტეტის 26 საუკეთესო სტუდენტი და კურსდამთავრებული საქართველოს უნივერსიტეტებიდან.

საზაფხულო სკოლა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის: „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში“, ასევე, ევროპის საბჭოს პროექტის: „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მონაწილეობით ჩატარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ