14.07.2025 / 09:02
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი შოვში, სტიქიის ზონაშია - ადგილზე სამაშველო ოპერაცია იწყება

რაჭაში, სტიქიის ზონაში, სამაშველო ოპერაცია იწყება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ერთი სამაშველო ვერტმფრენი უკვე ჩავიდა, მეორე ვერტმფრენს კი წუთი-წუთზე ელოდებიან.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილიც ჩავიდა.

ამასთან, არსებული ცნობით, მეწყრულ ზონაში სამაშველო ოპერაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 40-მდე ადამიანი იმყოფება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა