თბილისში, ლილოს ბაზრობაზე მომხდარი დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.
თბილისში, ლილოს ბაზრობაზე დღეს მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.