თბილისის მერია - 4 აგვისტოდან რომელაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება

ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა დასრულდა და ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა 4 აგვისტოდან აღდგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დადგენილ მარშრუტებს დაუბრუნდება. კერძოდ, ავტობუსები: N317, N375 და N386 მოსახლეობას შეზღუდვამდე არსებული სქემით მოემსახურებიან.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა