„ჯივიპი“ უნივერსიტეტის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომააგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ჯივიპი“ უნივერსიტეტის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც

4 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 5 აგვისტოს 16:00 საათამდე, ვაკის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება.

„ხვალ, 4 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 5.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვალა, 38 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა, 62 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დაასრულებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

უნივერსიტეტის ქუჩაზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 4 აგვისტოს, დილის10:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 4 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 5 აგვისტოს 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში - უნივერსიტეტის ქუჩა N2-18, N1-11, ჟღენტის ქუჩა N2, ქავთარაძის ქუჩა N21-27, N32-44, ნუცუბიძის ქუჩა N80-86, N131-179, ვაჟა-ფშაველას გამზირს N73, 75, 77, 79, N72-80, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N 8ა, 9-19 კორპუსებს, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N25 კორპუსს, ჭავჭავაძის გამზირს N39, 41-55, N73-78, N80, 82-85, ბაგების ნაწილს, მარგიანის, თავხელიძის, მარიჯანის, ფხაკაძის, ალექსანდრე იოსელიანის, ფხაკაძის, დანელიას, წმინდა ვასილესკოს, საკანდელიძის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, არჩილ ამაღლობელის, უჩანეიშვილის ქუჩებს, წყნეთის გზატკეცილს, კაკლების დასახლებას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge „,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის