„ენერგო-პრო ჯორჯია“ - უამინდობამ კახეთში ელექტროგადამცემი ქსელი დააზიანა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, უამინდობამ კახეთში ელექტროგადამცემი ქსელი დააზიანა.

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კახეთში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა.

„რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ისედაც მძიმე მდგომარეობაში არსებული ელექტროგამანაწილებელი ქსელი მოგლეჯილმა ხეებმა და უხვმა ნალექმა დააზიანა. დაზიანებულია ასევე ახალი, რეაბილიტირებული ქსელიც.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა დილიდანვე დაიწყო ელექტროქსელის დაზიანებული მონაკვეთების იდენტიფიცირება და საჭირო მასალების მობილიზება. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

კომპანიის ტექნიკური სამსაურის პროგნოზით, დაზიანებული გამანაწილებელი ქსელის ძირითადი ნაწილის აღდგენა შესაძლებელი იქნება დღის ბოლომდე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა