პაატა მანჯგალაძე - ამ ტრაგედიისა და სტიქიური უბედურების პირობებში პოლიტიკური სპეკულაცია და ისრების გადატანა, არის ამორალური და მიუღებელი

ამ ტრაგედიისა და სტიქიური უბედურების პირობებში პოლიტიკური სპეკულაცია და ისრების გადატანა, არის ამორალური და მიუღებელი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს „პოლიტიკური სპეკულაციების“ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ამ ტრაგედიისა და სტიქიური უბედურების პირობებში პოლიტიკური სპეკულაცია და ისრების გადატანა, არის ამორალური და მიუღებელი.

მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს, ასეთ მძიმე დროს, ვიდრე არსებობს ერთი ადამიანის გადარჩენის შანსი, შეწყვიტეთ პოლიტიკური, ბინძური სპეკულაციები, ტყუილები და ცილისწამება.

აქვე განვმარტავ, რომ ბითაძის განცხადება გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით არის არა მხოლოდ ტყუილი, არამედ ამორალურიც და ბუნებრივია მას ამაში არ და ვერ ავყვებით”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში