აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რაჭაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, 4-5 აგვისტოს დაგეგმილ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „აფხაზეთის“ კონცერტებს აუქმებს.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განსაკუთრებულ მადლობას უხდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისა და იმ თანადგომისთვის, რომელსაც აჭარის ხელისუფლება მუდმივად ახორციელებს.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ყველა გასართობი ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა