საქართველოს წითელი ჯვარი - სტიქიის ზონაში, მეორე დღეა საქართველოს წითელი ჯვრის ონისა და ამბროლაურის ფილიალების თანამშრომლები და მოხალისეები კვლავ მობილიზებული არიან

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა საქართველოს წითელი ჯვრის ონისა და ამბროლაურის ფილიალების თანამშრომლები და მოხალისეები კვლავ მობილიზებული არიან შემთხვევის ადგილზე.

წითელი ჯვრის ცნობით, მზადყოფნაშია: ონისა და ამბროლაურის პირველი დახმარების გუნდები, რომლებიც სასწრაფოსთან ერთად მოქმედებენ დაშავებულების დასახმარებლად.

„ფსიქოსოციალური დახმარების გუნდი, რომელიც ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს დაზარალებულებს, თვითმხილველებსა და ადგილზე მყოფთ.

ოჯახური კავშირების აღდგენის გუნდი, რომელიც მუშაობს, როგორც დაკარგული, ისე მოძიებული პირების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე. ადგენს შესაბამის სიებს და აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის სტრუქტურებთან არსებული ინფორმაციის მოსაპოვებლად.

კატასტროფების მართვის გუნდი, რომელიც წითელ ჯვარში გადამწყვეტ როლს ასრულებს საგანგებო სიტუაციებსა და კატასტროფებზე ეფექტური რეაგირების საქმეში. მათი ამოცანები მოიცავს აქტივობების ფართო სპექტრს, რომელიც მიმართულია როგორც მზადყოფნაზე, ისე რეაგირებაზე.

საქართველოს წითელი ჯვარი მიმართავს ყველას, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია შოვში დაკარგულთა შესახებ და დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე : 032 2 501 105“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს