საქართველოს ბიზნეს ასოციაცია რაჭაში სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 50 000 ლარით დაეხმარება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგული ადამიანების დახმარება დროულად მოხერხდება.

გვსურს გამოვხატოთ ბიზნესის სრული თანადგომა და მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ამ უდიდეს გამოწვევასთან გამკლავებაში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 7 პირი.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025