გულწრფელად ვუსამძიმრებთ ოჯახებს, რომლებმაც შოვში, რაჭაში მასიური მეწყრის შედეგად ახლობლები დაკარგეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება საქართველოს მთავრობისა და ქართველ ხალხს თანადგომას უცხადებს.
„ვიმედოვნებთ, რომ ათობით ადამიანს, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან, ჯანმრთელებს იპოვნიან. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.