საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის აგვისტოს „თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის აგვისტოს "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2023 წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, ხოლო ივნისთან შედარებით ფასების საერთო დონე თითქმის არ შეცვლილა.

„მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს.

2023 წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, ხოლო ივნისთან შედარებით ფასების საერთო დონე თითქმის არ შეცვლილა

საქართველოში წლიური ინფლაციის შემცირება გრძელდება - ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ 1.3 პპ-ით მოიკლო, თუმცა ჯერ ისევ მაღალია და 7.2% შეადგენს.

საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის ფასები ძირითადად იკლებს, ბოლოდროინდელი გაძვირების მიუხედავად ნავთობის ფასები წლიურად შემცირებულია, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულება პანდემიანმდელ დონეს დაუახლოვდა. ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარს გადმოეცემა და გამყარებული ლარის კურსის ფონზე ინფლაციას ამცირებს. ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს.

2023 წლის ივნისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 13.5%-ით გაიზარდა. დეპოზიტების დოლარიზაცია, ივნისში, წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით გაიზარდა და 51.0%-ს შეადგენს. ივნისში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 44.9 %-ს გაუტოლდა.

ივნისში საქონლის იმპორტი წლიურად 10.0%-ით გაიზარდა. საქონლის იმპორტის მატება უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა. ივნისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 22.5%-ით გაიზარდა. ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა თვიურად 61.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო