გიგი წერეთელი - ახლა მთავარი ამოცანა დაკარგული ადამიანების გადარჩენაა და შემდეგ უნდა გაანალიზდეს ყველაფერი, თუ რატომ და როგორ მოხდა

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა შოვში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

მისი თქმით, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ამ სამაშველო ოპერაციაზე და კრიტიკული დამოკიდებულებაც აბსოლუტურად ბუნებრივია.

„ახლა ყველაზე მთავარი ამოცანა დაკარგული ადამიანების გადარჩენაა და ამის შემდეგ უნდა გაანალიზდეს ყველაფერი, თუ რატომ და როგორ მოხდა.

მმართველობის ეს სტილი, რომლის შეცვლაზეც ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, აუცილებლად იჩენს თავს ყველაფერში, საგარეო პოლიტიკა იქნება, საგანგებო მდგომარეობა, თუ სხვა. ამაზე საუბრის დრო დადგება, თუმცა ახლა მთავარია, ეს ადამიანები გადავარჩინოთ და ის ადამიანები ვანუგეშოთ, ვისაც ამხელა უბედურება დაატყდა თავს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას