ზურაბ აზარაშვილი - მობილიზებული ეკიპაჟები სამედიცინო მომსახურებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე დაკარგულთა ოჯახის წევრებს

ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა რაჭაში, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, სრულიად საქართველოს. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრსა და ონში, მობილიზებულები არიან სამედიცინო ეკიპაჟები, სხვადასხვა კვალიფიკაციისა და მიმართულების ექიმი. ისინი სამედიცინო მომსახურებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე - დაკარგულთა ოჯახის წევრებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, ვერტმფრენის საშუალებით, დიდი სამაშველო სამუშაოები ჩატარდა და სტიქიის ზონიდან, უსაფრთხო ადგილზე, 210 ადამიანია გამოყვანილი. ამასთან, აღნიშნა, რომ სტიქიის ზონაში მობილიზებულ ჯგუფებს კიდევ ემატებიან ექიმები და სამედიცინო ეკიპაჟი.

„არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა ისეთი მცირე დაზიანებები, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ დასჭირდათ. სტიქიის ზონაში მობილიზებულ ჯგუფებს კიდევ ემატებიან ექიმები და სამედიცინო ეკიპაჟი. ისინი ადგილზე ყველანაირ სამედიცინო დახმარებას უწევენ დაკარგულთა ოჯახის წევრებს, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და სხვა სამედიცინო დახმარების კუთხით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის