ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რაჭაში სტიქიური უბედურებისას ადამიანების დაღუპვის გამო. იმედს გამოვთქვამ, რომ მსხვერპლის რაოდენობა აღარ გაიზრდება. ამისთვის სამაშველო სამსახურები ამ წუთებშიც დაუღალავად მუშაობენ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მინისტრმა გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს მიუსამძიმრა.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რაჭაში სტიქიური უბედურებისას ადამიანების დაღუპვის გამო... პირადად ჩემი და სამინისტროს თანამშრომელთა სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს, მთელ საქართველოს - ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა! იმედს გამოვთქვამ, რომ მსხვერპლის რაოდენობა აღარ გაიზრდება, ამისთვის სამაშველო სამსახურები ამ წუთებშიც დაუღალავად მუშაობენ... ასევე ვიმედოვნებ, რომ ყველა, ვინც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაშია და დახმარებას ელის, ან კონტაქტზე ვერ გამოდის, უვნებლები დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, - აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.