კახა კალაძის განცხადებით,  შოვში მისი შვილები მართლაც ისვენებდნენ, თუმცა კურორტი არა ვერტმფრენით, არამედ მისი კუთვნილი მანქანებით დატოვეს

მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გადამირჩინა შვილები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, შოვში მისი სამი მცირეწლოვანი შვილი ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და სასტუმრო სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე, მისი კუთვნილი მანქანებით დატოვეს.

კალაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისმა ცოლ-შვილმა შოვი ვერტმფრენით დატოვა, სპეკულაცია და მიზანმიმართული სიბინძურეა.

„მეუღლე არა, ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ეს მართლაც ასე იყო და ყოველ ზაფხულს ჩვენ ვსტუმრობდით რაჭას. ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ კუთხის და მხარის მიმართ, თუმცა გუშინ, არდადეგები დამთავრდა და სანამ სტიქია და ეს უბედურება დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა, ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული ტერიტორია და სასტუმრო და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება, რაც დღეს გვაქვს სახეზე.

ის სპეკულაციები, რომელიც მეც ვნახე, მიზანმიმართულად ხდება და მიმდინარეობს. კონკრეტულად „ტვ პირველს“ მინდა მივმართო, ხართ უბრალოდ სამარცხვინოები, როდესაც ასეთი ტრაგედიის, ასეთი უბედურების ფონზე ამგვარ სპეკულაციებს ავრცელებთ. უბრალოდ, პირდაპირ გეტყვით, სამარცხვინოები ხართ მთლიანად თქვენი კოლექტივი, ხელმძღვანელებთან ერთად. ალაპარაკებთ ქალბატონს, რომელიც უდიდესი უბედურების წინაშე დგას, რომელიც ეძებს თავისი ოჯახის წევრებს და სპეკულირებთ იმაზე, თითქოს ჩემმა შვილებმა გამოიყენეს ვერტმფრენი და მისი საშუალებით დატოვეს ტერიტორია. მე მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გადამირჩინა შვილები. ვთქვათ, იქ რომ ყოფილიყვნენ ჩემი შვილები, უნდა დაეტოვებინათ სამაშველო ღონისძიების დროს და არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში და არ უნდა გადმოეყვანათ? საერთოდ არ მესმის, რაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამარცხვინოები ხართ, როდესაც ასეთ მიზანმიმართულ სიბინძურეს ავრცელებთ და აკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს