თემურ მღებრიშვილი - დაკარგულთა ოჯახის წევრებმა სურვილი გამოთქვეს,  ნახონ სტიქიის ეპიცენტრი და ჩვენ მზად ვართ, შევიყვანოთ ვერტმფრენით და თვითონ ნახონ, თუ რა მძიმე სიტუაციაა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულთა ოჯახის წევრებს შეხვდა.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დაკარგულთა ოჯახის წევრებს სტიქიის ეპიცენტრს ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერებინებენ.

„იმ ადამიანების ოჯახის წევრებს შევხვდით, ვისთანაც დაკონტაქტება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მიმდინარე პროცესები მოვახსენეთ, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა მდგომარეობაა თვითონ სტიქიის ეპიცენტრში. მათ სურვილი გამოთქვეს, უშუალოდ ნახონ სტიქიის ეპიცენტრი და ჩვენ მზად ვართ, შევიყვანოთ ვერტმფრენის საშუალებით და თვითონ ნახონ, თუ რა მძიმე სიტუაციაა. სურვილი გამოთქვეს და შესაბამისად, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, ეს სურვილი დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ