საქართველოში ბრიტანეთის საელჩო რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში დაღუპულთა გამო. თანავუგრძნობთ მათ ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ვის ახლობლებსაც ეძებენ“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, დაღუპულია 12 პირი.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.