საქართველოს ბიზნეს ასოციაცია რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში განვითარებული სტიქიური უბედურების გამო და განცხადებას ავრცელებს.

„გვინდა, კიდევ ერთხელ, გამოვხატოთ ჩვენი თანაგრძნობა რაჭაში სტიქიით დაზარალებული ოჯახების მიმართ. დარწმუნებული ვართ, ყველანი ერთად შევძლებთ ამ უდიდეს გამოწვევასთან გამკლავებას.

აქვე მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ იმ მძიმე შრომას, რასაც უკვე რამდენიმე დღეა ჩვენი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გადიან, შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებთან ერთად. იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ამ პროცესებში, შეუფასებელი და უზომოდ დიდია, რადგან ამ უმძიმეს პირობებში, სწორედ მათ დაუღალავ შრომაზეა დამოკიდებული დაკარგული ადამიანების სიცოცხლე.

საჭიროების შემთხვევაში, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ ჩავერთოთ ნებისმიერ პროცესში, რადგან ამ კრიტიკულ სიტუაციაში, ტრაგედიის მასშტაბებიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის გვერდში დგომა და მხარდაჭერაა.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, მათი უმძიმესი მდგომარეობის გამო.

ვიმედოვნებთ, რომ სამაშველო-სამძებრო ქმედებებში ჩართული ადამიანების ძალისხმევით დროულად მოხერხდება დაკარგული ადამიანების პოვნა და მათი გადარჩენა“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

მარკეტა გრეგოროვა - კანონის ყველაზე დიდი პრობლემა მისი მიზანია - ის ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას ნიშნავს - მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ
ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ჩვენი პარტნიორები სანქციების პირველ ტალღას ვეტოს დაძლევის შემდეგ დაძრავენ, შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს და შემდგომ ნაბიჯებს არჩევნების შედეგების მიხედვით გადადგამენ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
2024 წლის ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო - სულ მალე საქართველოში
კახა ოქრიაშვილი - სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!
„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს
გორში „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში „გორგიას“ ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა
„მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება“ - გაიცანით „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი ანნა ჭიღლაძე