ნინო თანდილაშვილი - რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან გვქონდა ერთობლიობაში საქმე და საბოლოო ჯამში ეს მძიმე სურათი მივიღეთ, რასაც ხეობაში ვხედავთ

რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან გვქონდა ერთობლიობაში საქმე და საბოლოო ჯამში ეს მძიმე სურათი მივიღეთ, რასაც ხეობაში ვხედავთ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა ასეთი რთული ემოციური ვითარება არის, სპეციალისტებს უნდა მოვუსმინოთ.

„ძალიან უცაბედ, მყისიერი მოვლენის განვითარებას ჰქონდა ადგილი, ეს არის მყინვარული დნობის პროცესი, კლდე-ზვავური მასის ჩამოშლა მოხდა, ძალიან სწრაფად განვითარდა ხეობაში ეს პროცესები, რასაც ღვარცოფული და მეწყრული პროცესები დაერთო, რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან გვქონდა ერთობლიობაში საქმე და საბოლოო ჯამში ეს მძიმე სურათი მივიღეთ, რასაც ხეობაში ვხედავთ.

მინდა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მოვუწოდო ყველას, როცა ასეთი რთული ემოციური ვითარება არის, ჩვენ სპეციალისტებს უნდა მოვუსმინოთ, მონაცემებს დავეყრდნოთ და არ გავავრცელოთ ისეთი ინფორმაციები, რაც საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს და ამ მძიმე ემოციურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს. სპეციალისტებს სჭირდებათ დრო იმისათვის, რომ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივცეთ საზოგადოებას და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცეთ“, - განაცხადა თანდილაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება