მედია - შოვში მეწყერს რუსეთის მოქალაქე ემსხვერპლა

შოვში მეწყერს რუსეთის მოქალაქე ქალი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი ქსენია ტრიჩევაა, რომელიც პერმიდან იყო.

გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გამოცემას საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაში დაუდასტურეს.

„დღეს მოსული ინფორმაციით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს - ერთ-ერთმა მისმა ახლო დაქალმა მისი ცხედარი პროზექტურაში ამოიცნო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, დაღუპულია 16 პირი.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა