8 აგვისტოს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ჯაპანა-ლანჩხუთის გზაზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე (კმ75 პკ4-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის შეკეთების სამუშაოების წარმოებისთვის 2023 წლის 08 აგვისტოს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე აღნიშნულ სარკინიგზო გადასასვლელზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება.

მათივე ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის (ასაქცევი) საავტომობილო გზიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ჯაპანა (კმ15)- ლანჩხუთის (კმ31) მონაკვეთზე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს