ირაკლი კობახიძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში 18 ადამიანს ეძებენ

რაჭაში, სტიქიის ზონაში 18 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცხედრების დაზიანებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს დნმ-ის ანალიზის ჩატარებაც, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება,

„არსებითად იგივე ვითარებაა, სურათი არის მძიმე. სამუშაოებში ყველა უწყება არის ჩართული. ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, 80 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება, ასევე მაშველები, სამხედროები არიან მობილიზებული. ეს არის არსებითად ის სურათი, რაც დღეს გვაქვს.

რაც შეეხება შეფასებებს, ანალიზებს და ასე შემდეგ, აჯობებს, რომ ამაზე სპეციალისტებმა ისაუბრონ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა, სჯობს, რომ სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა ისაუბრონ ჩვენს მაგივრად ამ ყველაფერზე. 18 ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი. 18 ადამიანი არის დაკარგული. ეს არის არსებული მონაცემები.

რაც შეეხება ამოცნობას, რამდენიმე ცხედრის ამოცნობა ჯერჯერობით არ მომხდარა. დაზიანებებიდან გამომდინარე, შეიძლება გარკვეულ შემთხვევაში საჭირო გახდეს დნმ-ის ანალიზის ჩატარებაც, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა, ეს პროცესია. არსებული ინფორმაცია არის ასეთი - მთლიანობაში 36 ადამიანი იყო დაკარგული, 18 ცხედარი არის ნაპოვნი და 18 ადამიანი არის დაკარგული“,-განაცხადა კობახიძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს