ლევან სამუშია - მივმართავ პროკურატურას, დაუყოვნებლივ გაავრცელეთ განცხადება, დაწყებულია თუ არა გამოძიება სახელმწიფო მოხელეების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შესახებ

მინდა მივმართო საქართველოს გენერალურ პროკურატურას - დაუყოვნებლივ გაავრცელეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით დაწყებულია თუ არა გამოძიება და გამოძიება მიმდინარეობს თუ არა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შესახებ, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა ლევან სამუშიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ სამართლებრივი ზომების გატარებას ითხოვს, რადგან ექსპერტიზის დაგვიანება შესაძლებელია ძვირად დაუჯდეს შემდეგში სამართლებრივ წარმოებას, ვინაიდან, ამინდიდან გამომდინარე წაშლილი იქნას საექსპერტო კვლევისთვის აუცილებელი მასალები.

„მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს, ძალიან მძიმე დღეებია ჩვენს ქვეყანაში. ბოლო ორი დღის განმავლობაში მმართველი გუნდის წარმომადგენლები საუბრობენ ექსპერტების, გამომძიებლების ნაცვლად, რომ წყალი არ დაგუბებულა, წყლის დონეს არ მოუმატია და ა.შ. დღეების განმავლობაში განსაცვიფრებელია, რომ არც ერთი ხმა არ ისმის გამოძიების დაწყების შესახებ.

მე მინდა მივმართო საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რადგან გენერალური პროკურატურის ვალდებულებაა ზედამხედველობა გაუწიოს ყველა გამოძიებას და დაიწყოს გამოძიებაც კი. დაწყებულია თუ არა გამოძიება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით, სავარაუდო გულგრილობასთან დაკავშირებით და დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით. თუ დაწყებული არ არის, ეს არის უკვე დანაშაული. დანიშნულია თუ არა შესაბამისი სახის ექსპერტიზები, რათა დადგინდეს ობიექტური რეალობა და ჭეშმარიტება სინამდვილეში რა მოხდა. ექსპერტებად არ გამოდგებიან პოლიტიკოსები მმართველი გუნდიდან, რომლებიც წყლის მომატება/არ მომატებაზე საუბრობენ და შემდეგ გამორიცხავენ შესაძლებლობებს, რომ ადამიანები გადარჩენილიყვნენ. ასევე, რამ გამოიწვია აღნიშნული ღვარცოფი და უბედურება და შემდეგ გამოძიებულა უნდა გაარკვიოს შესაძლებელი იყო თუ არა არიდება ამ ყველაფრის, საუბარია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე, ასევე, გამოძიების ფარგლებში გამოთხოვილი არის თუ არა შესაბამისი მტკიცებულებები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, კომპანიებიდან, რომლებიც მუდმივ მონიტორინგს აწარმოებენ, რათა დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება“, - განაცხადა სამუშიამ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ