გზების დეპარტამენტი - შოვში დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და მჟავე წყლებთან შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები - ძებნისა და გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ბდღვიორაზეც

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭის სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში, სულ, მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა.

ტექნიკის მობილიზება და მუშაობა, საძიებო სამუშაოებისათვის მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ 7 მდებარეობაზე.

„ამასთან, დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და მჟავე წყლებთან შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები.

ძებნისა და კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ბდღვიორაზეც.

დამატებითი და გაფართოვებული დავალებებისათვის, ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს