თბილისის მერია - შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის ქვეშ, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება რამდენიმე ეტაპად შეიზღუდება

დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის ქვეშ, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება რამდენიმე ეტაპად შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან 16 აგვისტომდე პერიოდში, შეზღუდვა შეეხება დავით ბაქრაძის ქუჩის ნაწილს, სადაც ავტომანქანების გადაადგილება შესაძლებელი იქნება მოძრაობის საპირისპირო მხარეს, დავით ბაქრაძის ქუჩიდან აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ავტომანქანების გადაადგილება ასევე, შეიზღუდება აკაკი ბელიაშვილიდან დავით ბაქრაძის ქუჩაზე ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის, რომლებსაც მოძრაობა შეეძლებათ გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება