პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

პრეზიდენტის სასახლეზე, 3 აგვისტოს, შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სტიქიას ამ დროის ინფორმაციით, 18 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონაში 16 პირის ძებნის სამუშაოები გრძელდება.

7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026