თბილისში ხანძარი იყო - მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 4 ადამიანი გამოიყვანეს

თბილისში ხანძარი იყო - მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 4 ადამიანი გამოიყვანეს

თბილისში, ლიბანის ქუჩაზე ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი წუხელ, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე გაჩნდა.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 4 ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და პოლიცია იყო მობილიზებული.