ევროკავშირის წარმომადგენლობა შოვში 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
„ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერში 3 აგვისტოს დაღუპულებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.